საბურავები
მეორადი საბურავები
კარგ მდგომარეობაში მყოფი მეორადი საბურავი ახლის ღირსეული ალტერნატივაა ნაკლებ ფასად — განსაკუთრებით, როცა მხოლოდ ერთი ან ორი საბურავის შეცვლა გჭირდებათ ან დროებით გამოსავალს ეძებთ.

აირჩიეთ ზომა
თქვენი ზომა არ ჩანს? მოგვწერეთ WhatsApp-ზე → · ზომის ფილტრი →
რას ვამოწმებთ მეორად საბურავზე
- პროტექტორის სიღრმეს და თანაბარ ცვეთას
- დამზადების თარიღს (DOT კოდს)
- გვერდით კედელს — ბზარებისა და გამობერვის გარეშე
- ჰერმეტულობას და წინა შეკეთებებს
როდის არის მეორადი საბურავი კარგი არჩევანი
- ერთი საბურავი დაზიანდა, დანარჩენები კი ჯერ კიდევ კარგია — მეორადით წყვილს შეარჩევთ
- გჭირდებათ დროებითი გამოსავალი, სანამ ახალს იყიდით
- ავტომობილს იშვიათად იყენებთ ან გაყიდვას აპირებთ
- ბიუჯეტი შეზღუდულია, მაგრამ უსაფრთხოების დათმობა არ გინდათ
მეორად ზამთრის საბურავზე პროტექტორი სასურველია მინიმუმ 4 მმ იყოს, ზაფხულისაზე — მინიმუმ 3 მმ.
როდის გჭირდებათ საბურავის შეცვლა
- საბურავი გასკდა ან გვერდითი კედელი დაზიანდა — ასეთი დაზიანების შეკეთება შეუძლებელია
- ნახვრეტი ძალიან დიდია ან საბურავის გვერდზეა
- ორმოში ჩავარდნის ან ბორდიურზე დარტყმის შემდეგ საბურავზე გამობერვა გაჩნდა
- პროტექტორი გაცვდა — ზაფხულის საბურავზე 3 მმ-ზე, ზამთრისაზე 4 მმ-ზე ნაკლებია
- საბურავზე ბზარები გაჩნდა ან 6 წელზე ძველია და რეზინი გამაგრდა
- ზამთრის ან ზაფხულის სეზონი დადგა
- საბურავი არათანაბრად ცვდება ან ვიბრაცია ბალანსირების შემდეგაც არ ქრება
- ერთი საბურავი დაზიანდა და იმავე ღერძზე წყვილის შერჩევა გჭირდებათ
როგორ მუშაობს
- 1
შეარჩიეთ ზომა
დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ WhatsApp-ზე საბურავის ზომა — გეტყვით ხელმისაწვდომ ვარიანტებს და ფასს.
- 2
მოგიტანთ
საბურავებს მოგიტანთ სახლთან, სამსახურთან ან გზაზე — თბილისის ნებისმიერ უბანში.
- 3
გამოგიცვლით
ადგილზე ჩავცვამთ საბურავებს დისკებზე და დავაყენებთ ავტომობილზე.
- 4
დავაბალანსებთ
ბორბლებს დავაბალანსებთ და შევამოწმებთ წნევას — გზაზე უსაფრთხოდ დაბრუნდებით.
ხშირად დასმული კითხვები
მეორადი საბურავი უსაფრთხოა?
მეორად საბურავებს ვარჩევთ კარგ მდგომარეობაში — საკმარისი პროტექტორით და დაზიანების გარეშე. დაყენებამდე შეგიძლიათ თავად დაათვალიეროთ.
შეიძლება მხოლოდ ერთი მეორადი საბურავის ყიდვა?
დიახ. ასეთ შემთხვევაში ვცდილობთ, დანარჩენის მსგავსი პროტექტორის საბურავი შევარჩიოთ, რომ ერთ ღერძზე ბორბლები თანაბარი იყოს.
რა ღირს მეორადი საბურავი?
ფასი დამოკიდებულია ზომაზე, პროტექტორის მდგომარეობასა და მწარმოებელზე. მოგვწერეთ ზომა — გეტყვით ხელმისაწვდომ ვარიანტებს და ფასს.